შემოგვიერთდი

 

დონაცია

 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მიმდინარე პროექტების მხარდასაჭერად თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის ფულადი შემოწირულობის განხორციელება გაერთიანების საბანკო ანგარიშზე:

 

ააიპ საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაცია (402110746)

ბანკის კოდი - BAGAGE22

ანგარიშის ნომერი - GE98BG0000000131129757

 

გადმორიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ ის მიმდინარე პროექტი, რომლისთვისაც ახორციელებთ შემოწირულობას.


ერთად გავაძლიეროთ მეფუტკრეობა საქართველოში!

 

მიმდინარე პროექტები:


მეფუტკრეების და საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

 

რაში დაიხარჯება თქვენი შემოწირულობა?

1

 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლიდან ახორციელებს მეფუტკრეთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროექტს. გაერთიანების წარმომადგენელი ტელეფონით უკავშირდება თითოეულ მეფუტკრეს და ავსებს სპეციალურ კითხვარს, შემდეგ კი მეფუტკრის მონაცემები საერთო ბაზაში შედის. ამ ეტაპზე გაერთიანების ბაზაში 4000-მდე მეფუტკრის მონაცემებია შესული, თუმცა მეფუტკრეების რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით მეტია.

 

გაერთიანება გეგმავს, რომ ბაზაში შესულ მეფუტკრეებს სისტემატურად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და კონსულტაცია SMS შეტყობინებების და საკონსულტაციო ცხელი ხაზის მეშვეობით.


 

 

 

გაერთიანებას სჭირდება ფულადი რესურსები იმისთვის, რომ დაიქირავოს ადამიანი, რომელიც უკავშირდება მეფუტკრეებს და ავსებს/ანახლებს ბაზას. ფულადი რესურსები გამოყენებული იქნება ასევე SMS შეტყობინებების სერვისის საფასურის და ცხელი ხაზის ოპერატორის შრომის ანაზღაურების გადასახდელად.

იპოვე საფუტკრე შენს გვერდით - Google Map-ზე საფუტკრეების დატანა

 

რაში დაიხარჯება თქვენი შემოწირულობა?

2

 

მეფუტკრეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. გაერთიანების ვებგვერდზე, „ჩვენი სერვისები“-ს ქვეშ, ნახეთ „იპოვე საფუტკრე შენს გვერდით“. ეს პროექტი გულისხმობს იდენტიფიცირებული საფუტკრე მეურნეობების ადგილმდებარეობის, ასევე მეფუტკრის სახელის და გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის რუკაზე გადატანას, რათა ყველა მეფუტკრეს საშუალება ჰქონდეს იპოვოს სხვა მეფუტკრეები და დაეკონტაქტოს მათ.


ეს რუკა ასევე დაეხმარება თაფლის შესყიდვის მსურველ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომ მოძებნონ სასურველ ტერიტორიაზე საფუტკრე/მეფუტკრე და დაუკავშირდნენ მას.


 

 

 

გაერთიანებას სჭირდება ფულადი რესურსები, რომ დაიქირავოს IT სპეციალისტი, რომელიც რუკაზე დაიტანს ინფორმაციას.

მეფუტკრეობის სასწავლო მოდულების შექმნა

 

რაში დაიხარჯება თქვენი შემოწირულობა?

3

 


 

უკვე დიდი ხანია საქართველოში მეფუტკრეობის შესწავლას არაფორმალური და სპონტანური სახე აქვს. არ არსებობს სანდო და მაღალი დონის სასწავლო ლიტერატურა თუ სასწავლო მოდულები.

 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას სურვილი აქვს დაიწყოს სასწავლო მოდულების შექმნა მეფუტკრეობის შესწავლის მსურველთათვის და ამისთვის დაიქირავოს საუკეთესო თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები.

 


 

 

 

გაერთიანებას სჭირდება ფულადი რესურსები, რომ დაიქირავოს ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ და შექმნიან შესაბამის სასწავლო მოდულებსა და სახელმძღვანელოებს. თქვენი შემოწირულობით შექმნილი სახელმძღვანელოები აიტვირთება ამ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.

 

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების საკონტაქტო ნომერზე ან ელ. ფოსტაზე.

  თქვენს მიერ განხორციელებული შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამავე გვერდზე.