საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გადაცემა „მასტერშეფში“, 2020 წლის 20 სექტემბერს, ჟიურის წევრის ლუკა ნაჭყების მიერ თაფლის ინდუსტრიაზე ნათქვამმა ფრაზებმა, როგორიცაა „ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორების ინდუსტრიაა მსოფლიოში“ და „თაფლი არასასარგებლო და ღირებულების არმქონე“ პროდუქტია, გამოიწვია თაფლის მწარმოებლებისა და მისი მომხმარებლების დიდი აღშფოთება.
ამ საკითხზე რეაგირება მოახდინა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ და 2020 წლის 22 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა წერილით, რის შედეგადაც გაიმართა შეხვედრა და გადაწყდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის გაერთიანების მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამა ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის თემატიკასთან დაკავშრებით განათავსოს ეთერში.
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება საზოგადოებრივ მაუწყებელს წარუდგენს სოციალურ რეკლამას მეფუტკრეობის შესახებ.