შემოგვიერთდი

შპს ,,დესპანი’’

 

შ.პ.ს.  „დესპანი“ 2018 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში, ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობის ბაზაზე დაფუძნდა.


კომპანიის მიზანია 1994 წელს დაარსებული საფუტკრე მეურნეობის სრული დატვირთვით ფუნქციონირება და ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქციის მიღება. დღეისთვის საფუტკრე მოიცავს 150-ზე მეტ სკას. 2007 წლიდან დღემდე საფუტკრემ აწარმოა და გაყიდა 200 კგ-ზე მეტი ფუტკრის რძე; ხოლო 2019 წელს დაწურულმა თაფლმა 1300 კგ შეადგინა. კომპანია ასევე აწარმოებს სამამლე ჰომოგენატს, ფუტკრის შხამს, ცვილს, ჭეოს, დედა ფუტკრებს, ფუტკრის ამანათნაყრებს და დინდგელს.


კომპანიის ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი.  PIN-ის ფარგლებში 2018 და 2019 წლებში კომპანიამ ჩაატარა 7-დღიანი ტრენინგები მეფუტკრეებისთვის, ასევე DCFTA-ის ინიციატივით ლექციები ქ. გორში, ქ.ხაშურში. თემატური ლექციები გამართა ქ.თელავში, ქ.ახმეტაში, ქ. ბათუმში. კომპანია მიწვეული იყო ლიტვაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში. ფუტკრის რძის წარმოებით დაინტერესებული მეფუტკრეებს შეუძლიათ ადგილზე მიიღონ კონსულტაცია და გაეცნონ წარმოების პროცესს.


ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კომპანია ჩართულია აგროტურიზმში. მათ საფუტკრეს სტუმრობენ ტურისტული ჯგუფები ლიტვიდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან და ა.შ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ხელმძრვანელი: ვლადიმერ ვარდოსანიძე
ტელ: 555 698 339
ელ-ფოსტა: v.vardosanidze@yahoo.com
მის: დუშეთის რაიონი, სოფელი ბაზალეთი