შემოგვიერთდი

ლობალური სამეწარმეო ქსელი

 

გლობალური სამეწარმეო ქსელი(GEN) ამერიკული სამეწარმეო ქსელია, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მეწარმეს აერთიანებს. GEN Georgia საქართველოში 2017 წელს შეიქმნა, სადაც მეწარმეთა შერჩევითობის გზით  მრავალ კანდიდატს შორის, ამერიკული მხარის გადაწყვეტილებით, ექვს დამფუძნებელთა სიაში მოხვდა ,,თაფლი და კომპანია ირინოლა“, რაც, თავის მხრივ, ამერიკული მხარის მიერ საქართველოს  მეფუტკრეობის დარგის აღიარებას ნიშნავს.


„გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველო“ აერთიანებს საქართველოს მრავალ მეწარმეს, მათ შორის საქართველოს მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტებს. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება GEN გლობალური სამეწარმეო ქსელის კონგრესი, სადაც ქართული მხარე აქტიურადაა წარმოდგენილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ნოემბერში, 170 ქვეყანაში ერთდროულად, ტარდება (GEN) გლობალური სამეწარმეო ქსელის კვირეული. 2017 წლის მაისში „გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოს“ თაოსნობით ,,მსოფლიო მეფუტკრის დღე” პირველად აღინიშნა საქართველოში.


GEN GORGIA-ს საქმიანი ურთიერთობები აქვს ამერიკის, აზიის, ევროპის ქვეყნების მეფუტკრეობის როგორც ბიზნესკომპანიებთან, ისე დარგის წამყვან სპეციალისტებთან.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

წარმომადგენელი: ირინა კაპანაძე

ვებ-გვერდი: https://www.genglobal.org/georgia

ელ.ფოსტა: irinekapanadze@yahoo.com

ტელ: +995 599 36 51 48