შემოგვიერთდი
„საქპატენტმა“ ჯარას თაფლის სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა
 05.02.2020

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში“ -  ჯარას თაფლის სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა.  

აღნიშნული სასაქონლო ნიშანი უზრუნველყოფს ჯარას თაფლის ფალსიფიკაციისგან დაცვას და  ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ დამოწმებულ ხარისხის შესაბამისობის გარანტიას. ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ ასევე შეიმუშავა ჯარას თაფლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი, რაც თავის მხრივ ემსახურება ტრადიციული მეფუტკრეობის პრაქტიკის შენარჩუნებას.

ჯარას თაფლის  კომერციული შეგროვება  და შეფუთვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით პირველად 2018 წელს მოხდა, 2020 წელს კი  ჯარას თაფლი პირველად გაიტანეს ექსპორტზე გაერთიანებული არაბეთის ემირატებში.  აღნიშნული თაფლით დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება.


სხვა სიახლეები
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების სამი წლის შემაჯამებელი შეხვედრა
22.12.2021
სრულად
საქართველოს მეფუტკრეთა გერთიანებას ახალი წევრები ჰყავს
07.10.2021
სრულად