შემოგვიერთდი
Stop COVID19 - რჩევები და რეკომენდაციები ქართველ მეფუტკრეებს
 24.04.2020

კორონა  ვირუსის  პანდემიის  გავრცელება  შეუძლებელი  იყო  წინდაწინ  გვევარაუდა, თუმცა „საქართველოს  მეფუტკრეთა  გაერთიანება“   ვაგრძელებთ  მუშაობას  და  გადასული  ვართ მუშაობის  დისტანციურ  რეჟიმზე  რომ  მხარდაჭერა  აღმოვუჩინოთ  მეფუტკრეებს  და დავეხმაროთ  სახელმწიფო  ორგანოებს  შექმნილი  ვითარებიდან  რაც  შეიძლება  ნაკლები ზარალით გამოსვლაში.

მოგიწოდებთ  ყველა  ორგანიზაციას  შეწყვიტოთ  სასწავლო  კურსები  მეფუტკრეობაში დამწყებებისათვის  თუ  შესაძლებელია  გადახვიდეთ  სწავლების  დისტანციურ  ონლაინ რეჟიმზე.  ასევე  დამწყებ  მეფუტკრეებს  შეგიძლიათ  კითხვები  დასვათ  სოციალურ  ქსელში (Facebook)  გახსნილ ჯგუფში  ქართული ფუტკარი  - Georgian Bees ან  მოგვწეროთ  გვერდზე საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება/ Georgian Beekeepers Union  და www.geobeekeepers.ge ჯგუფის წევრებს ვთხოვთ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალბედებისათვის გასაცემ რჩევებს.

საგანგებო  მდგომარეობის  დროს  მხედველობაში  იქონიეთ  შემდეგი  რეკომენდაციები ფუტკრის  ოჯახების  მოვლასთან  დაკავშირებით.  თქვენ  უნდა  იყოთ  ყველა  რეგულაციის კურსში  რადგან  მოსალოდნელია  შექმნილი  ვითარებიდან  გამომდინარე  მუდმივი ცვლილებები.

საქართველოს  მთავრობა  ასევე  ჩვენ  -  „საქართველოს  მეფუტკრეთა  გაერთიანება“    გთხოვთ როგორც  მეფუტკრეებს  გამოიჩინოთ   მაღალი  მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობა, გააგრძელოთ მუშაობა და გამოიყენოთ მეფუტკრეობის მეთოდები, რომელიც უზრუნველყოფს  მაღალი ხარისხის საკვები  პროდუქტის მიღებას.  ასევე დაიცვათ საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის  სამინისტროს  და  მსოფლიო  ჯანდაცვის  ორგანიზაციის  მიერ  გაცემული რეკომენდაციები COVID-19 ვირუსის გავრცელების აღკვეთასთან  დაკავშირებით.

 

სხვა სიახლეები
მეფუტკრე ფერმერები მომთაბარეობისთვის სპეციალურ საშვებს მიიღებენ
24.04.2020
სრულად
თაფლში ნარჩენების რაოდენობა შემიცირდა
21.02.2020
სრულად