შემოგვიერთდი
თაფლში ნარჩენების რაოდენობა შემიცირდა
 21.02.2020

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად ახორციელებს ქვეყანაში წარმოებულ სურსათში, მათ შორის თაფლში, ნარჩენების მონიტორინგის კვლევას სწორედ იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, მოახდინოს თაფლის  ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

წინა წლებში ქართული თაფლის ნიმუშებში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა (იხილეთ ქვემოთ გრაფიკული სქემა) დაფიქსირდა, რის გამოც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ 2019 წელს მასშტაბური  საინფორმაციო კამპანია ჩაატარა მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენების წინააღმდეგ. გარდა ამისა, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ აკრძალა მეფუტკრეობის დარგში აკრძალული ანტიბიოტიკების შემცველი ვეტერინარული მედიკამენტების რეგისტრაცია. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, 2019 წელს შემოწმებული თაფლის ნიმუშების მხოლოდ რვა პროცენტმა აჩვენა აკრძალული ნივთიერებების შემცველობაზე დადებითი პასუხი; სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ BIOR-ის ლაბორატორიაში (რიგა, ლატვია) განხორციელებული ნარჩენების მონიტორინგის შედეგების მიხედვით ეს მაჩვენებელი 2018 წელს 54%-ს შეადგენდა. 

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული თაფლის საექსპორტო შესაძლებლობებისა და ბაზრების გაფართოებისთვის.

 

სხვა სიახლეები
სოციალური რეკლამა ქართული თაფლისა და მეფუტრეობის თემატიკის შესახებ
21.10.2020
სრულად
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების შეხვედრა
09.10.2020
სრულად